სტილი, დიზაინი

ადრიანა ლიმამ ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერის კაბა ჩაიცვა

ადრიანა ლიმას ჟენევაში გამართულ ღონისძიებაზე, ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის კაბა ეცვა.

36 წლის მოდელი მის არანაკლებ ცნობილ მოდელთან და მეგობართან, კაროლინა კურკოვასთან ერთად გამოჩნდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა საერთაშორისოდ აღიარებული ლამაზმანების ყურადღებას მიიპყრო.

გასულ წელს, ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი, ამერიკულმა ჟურნალმა “Vanity Fair” დაბეჭდა, სადაც მსახიობს ჯაბა დიასამიძის ქუდი ეხურა.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა დიასამიძე თბილისში დაიბადა. ის საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა და უკვე წლებია, რაც პარიზში მუშაობს. დამთავრებული აქვს პარიზის მოდის სკოლა “Ecole de la Chambre Syndicale de la Couture Parisienne.”

ანჯელინა ჯოლი ჯაბა დიასამიძის შლაპით

 

კომენტარები

კომენტარი