ვიზუალური ხელოვნება

ჩინეთში ზედიზედ ორი მსოფლიო რეკორდი მოხსნეს

ჩინეთში ორი მსოფლიო რეკორდი მოხსნეს, – ამის შესახებ chinadaily.com-ი ავრცელებს ინფორმაციას.

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის პროვინციაში მათ თოვლისგან ყველაზე დიდი ნახატი და ყველაზე გრძელი ბარი შექმნეს.

თოვლზე გაკეთებული ნახატი 2,22 ათას კვადრატულ მეტრზე დიდია. ის გაყინულ მდინარეზე გააკეთეს და მასზე გამოსახულია ფანტელები, ყურძენი და ღვინით სავსე კასრები. ეს ნამუშევარი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან შეიქმნა. რაც შეეხება ყინულის ბარს, მისი სიგრძე 100 მეტრია.

პროვინციის დეპუტატის, იო იუნის თქმით, ეს ნაბიჯი მარკეტინგულიცაა და უცხოელ ტურისტებს მოიზიდავს.

“არტნიუსი” გთავაზობთ ფოტომასალას:

DCIM100MEDIADJI_0020.JPG
navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი