საშემსრულებლო ხელოვნება

ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, 2 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით სპეციალური მასტერკლასები გაიმართება, რომლის განრიგიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე pianocontest.ge

ახალგაზრდა პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის გახსნითი ღონისძიება   მ. ბერძენიშვილის სახელობის  ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ  „მუზაში“  გაიმართა.

საპრეზენტაციო ღონისძიებაზე ჩატარდა მონაწილეთა კენჭისყრა და გაიმართა წინა კონკურსების ლაურეატების – სალომე მოდებაძის, ნათია ბერაიას და დავით ალადაშვილის კონცერტი.

კომენტარები

კომენტარი