შემოქმედებითი ინდუსტრიები

მაია ასათიანი მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი მაია ასათიანი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„პროფილის“ ავტორი და წამყვანი ამბობს, რომ ეთერში დაბრუნება რთული გზა იყო, თუმცა მან ამ გზის გავლა  საზოგადოების მხარდაჭერით შეძლო.

„ეს ძალიან რთული გზა იყო, თქვენამდე მოსასვლელი გზა… და მე მოვედი… სავსე მაქვს გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით! დიდი მადლობა ამ საოცარი ენერგიისთვის, ჩემი გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის! მე თუ ფეხზე დადგომა და ჩემი საქმის გაგრძელება შევძელი ეს თქვენი დამსახურებაცაა. მადლობა ამისთვის!“- წერს მაია ასათიანი გადაცემა „პროფილის“ ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების შემდეგ კვლავ ეთერში ბრუნდება. გადაცემა „პროფილი“4 მაისიდან, ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს, 22:00 საათზე გავა.

გადაცემის დაწყების შესახებ „პროფილის“ ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც ახალი გადეცემის ჩაწერის პროცესის ამსახველი ფოტო გამოქვეყნდა.

მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების გამო დროებით ეთერში აღარ ჩანდა. ტელეწამყვანს 23 თებერვალს 18 წლის შვილი გარდაეცვალა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში სწავლობდა. მას ექიმებმა მფრინავი მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს.

კომენტარები

კომენტარი