ვიზუალური ხელოვნება

კანადელმა ხელოვანმა სამართალდამცავები სასტიკად გააცურა

კანადელმა ხელოვანმა, სიმონ ლაპრიზმა კანადის პოლიცია სასტიკად  გააცურა. მან თოვლისგან მანქანა გააკეთა და აკრძალულ სადგომზე მოათავსა, რათა სამართალდამცავების ყურადღება მიეპყრო.

როგორც 33 წლის ხელოვანმა განაცხადა, ეს იყო უდანაშაულო ხუმრობა, მაგრამ პოლიციელები მაინც ცდილობდნენ, არასწორი პარკირების გამო, ჯარიმა გამოეწერათ არარსებული მანქანის არარსებული მძღოლისთვის.

ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი მას “წლის ხუმრობას” უწოდებს.  ერთ–ერთმა პრესტიჟულმა ვებგვერდმა კი მომხდარზე სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “ინტერნეტი სიცილს ვერ იკავებს”

“არტნიუსი” გთავაზობთ ხუმრობის ამსახველ ფოტოებს:

 

კომენტარები

კომენტარი