სტილი, დიზაინი

ქართველი დიზაინერის თმის სამაგარი 225$ ეღირება

ქართული მოდის ინდუსტრიის ვარსკვლავმა დემნა გვასალიამ თმის სამაგრების ახალი სერია გამოუშვა, რომლის ღირებულებაც 225 დოლარს შეადგენს. მასზე ოქროსფრად ბრენდის სახელია დატანილი და ცისფერში, ყვითელსა და ვარდისფერში გვხვდება.

როგორც პოსტმოდერნიზმს სჩვევია, საზოგადოების ნაწილი პროდუქტის მიმართ უარყოფითად განეწყო და ფასის არაადეკვატურობაზე სოციალურ ქსელში ბევრი ითქვა.

აღსანიშნავია, რომ დემნა გვასალიას შემოქმედებაში 90-იანების გავლენა ისევ იგრძნობა, “Balenciaga-ს” მიერ წარმოდგენილი ეს თმის სამაგრიც აუცილებლად გაგახსენებთ გავლილ წლებსა და ბავშვობას.

“არტნიუსი” გთავაზობთ დემნა გვასალიას თმის სამაგრების ფოტოებს:

 

 

კომენტარები

კომენტარი