ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

როგორი ტატუ გექნებოდათ საბჭოთა ციხეში რომ მოხვედრილიყავით?

დაახლოებით 50 წლის წინ, საბჭოთა კავშირის პერიოდის ციხეში რომ მოხვედრილიყავით, იქიდან გამოსვლამდე თქვენს სხეულზე აუცილებლად იქნებოდა ტატუ გამოსახული. ეს ყველაფერი კი იმის მიხედვით, თუ რა როლი გექნებოდათ საპყრობილეში ყოფნისას. თითოეული სიმბოლო მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელია.

თუ თქვენს სხეულზე ეკლესია ან მონასტერი იყო გამოსახული, ნიშნავდა, რომ ადამიანი ქურდი იყო. მისი გუმბათები მიანიშნებდნენ ციხეში მოხვედრის რაოდენობაზე
მკერდზე გამოსახული თვალები ნიშნავდა ფრაზას ”მე შენ გიყურებ”. თუ ეს ტატუ პატიმარს მკერდის ქვემოთ ჰქონდა, მას ჰომოსექსუალად მიიჩნევდნენ, რადგან ამ შემთხვევაში მისი გენიტალია სიმბოლურად გამოხატავდა ”ცხვირს” და მეორე სახეს ქმნიდა.
თუ პატიმარს სხეულზე წყალში მოცურავე გემი ჰქონდა დახატული, ეს იმის აღმნიშვნელი იყო, რომ ქურდი ”მოგზაურია” და ციხიდან გაქცევა უყვარს.
ყველაზე ცნობილი სიმბოლო ”8 ქიმიანი ვარსკვლავი”. მნიშნელობა ჰქონდა მის მდებარეობას. მკერდზე ან მხრებზე გამოსახული სიმბოლო პროფესიონალ კრიმინალად წარგადგენდა. მუხლებზე დახატული ვარკვლავით კი ავტორიტეტების მტერი იყავი და თავს არავის უხრიდი.
ხელზე გამოსახული სამაჯური-ადამიანს ციხეში მინიმუმ 5 წელი აქვს გატარებული.
ეროტიკული ტატუები იმას არ აღნიშნავდა, რაც ერთი შეხედვით ჩანს. ეს ტატუ ნიშნავდა, რომ პატიმარმა ბანქოს თამაშისას წააგო, ავტორიტეტებს შეეკრა ან ჯგუფის ღირსება შეურაცხყო.
ჩონჩხის თავის ქალაში გაყრილი დანა-პატიმარი მკვლელია. თუ ეს სიმბოლო ყელზე იყო გამოსახული, მას ადამიანისთვის ყელი ჰქონდა გამოჭრილი ან ”ქილერად” მუშაობდა.
პატიმრებს სჯეროდათ, რომ თუ სხეულზე სტალინს ან ლენინს დაიხატავდნენ, პოლიციელები მათ არ ესროდნენ.
მკერდზე დახატული კატის სახე ნიშნავდა, რომ მისი მფლობელი ცბიერი და თაღლითი იყო. დაწერილი სამი ასო ”KOT”, რაც რუსულად კატის აღმნიშვნელია, ნიშნავს, ადამიანი ”პატიმრად” არის დაბადებული.
ღვთისმშობლის ხატი-ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტატუ იყო რუსულ ციხეში. ერთი ვერსიით ეს ნიშნავდა, რომ ადამიანს ბედი უღიმის და კარგი იღბალი აქვს. სხვანაიად ეს ”ბავშვობიდან ტუსაღად” ყოფნასაც აღნიშნავდა. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ კრიმინალური ჯგუფების მიმართ პატივისცემის ნიშანი იყო.

კომენტარები

კომენტარი