შემოქმედებითი ინდუსტრიები

Cnick – ქართველი მოზარდების მიერ შექმნილი ჭკვიანი ბეჭედი

ქართველმა მოზარდებმა ჭკვიანი ბეჭედი შექმნეს. მისი სახელწოდებაა cnick-ი და ის პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხარებლო პროდუქტია.

მომხმარებელს შეუძლია ბეჭედს მიამაგროს სხვადასხვა დაწესებულების საშვი და cnick-ის მეშვეობით, მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით, სამსახურში, სასწავლებლებში, სპორტდარბაზებსა თუ ფიტნესკლუბებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შევიდეს.

ბეჭედს ემაგრება ასევე კინოს, თეატრის, კონცერტისა თუ სხვა ღონისძიების ბილეთები. ჭკვიანი ბეჭდის აპლიკაციით შესაძლებელია ანდროიდის ტიპის ტელეფონიდან საკონტაქტო მონაცემების, ლინკების, ტექსტების ან სხვა ნებისმიერი მცირე ზომის ინფორმაციის ჩაწერა და სხვა ტელეფონზე, ერთი ხელის შეხებით, აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება.

ბეჭდის შეკვეთისას, მომხმარებელს თავად შეუძლია შეარჩიოს ფერი, ძვირფასი ქვის ზოლი და გრავირება. მის შესაქმნელად ხის მასალა გამოიყენება.

ჭკვიანი ბეჭდის გაყიდვები პრეზენტაციის პარალელურად დაიწყება, რომელიც ხვალ ტექნოპარკში გაიმართება.

პროდუქტის შეძენა მსურველს საიტ cnick.ge-დან შეეძლება. პირველი თვის განმავლობაში მომხმარებლები სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს მიიღებენ.

cnick-ი “სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებული  პროდუქტია.

კომენტარები

კომენტარი