ვიზუალური ხელოვნება

დაუბრუნდება თუ არა მფლობელს ნიკო ფიროსმანის ”ბატკანი”?

საქართველოს პროკურატურის ოფიციალური ვებ გვერდის ინფორმაციით, პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის მორიგი გადაწყვეტილება მიიღო.

მათ შორისაა მზია შალვაშვილის საქმეც, ვისაც ნიკო ფიროსმანის ნახატის ”ბატკანის” უკანონოდ მისაკუთრებაში დახმარებას ედავებოდნენ.

”2012 წლის 05 ივნისის განაჩენით მოქალაქე მზია შალვაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის, რომლის თანახმადაც 2008-2009 წლებში მან, როგორც ანტიკვარული ნივთების სალონის ხელმძღვანელმა, მოქალაქე დამიანე ალანიას, რომელიც ფლობდა ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს, დაუმზადა ყალბი ოფიციალური ქვითარი, თითქოს ამ უკანასკნელმა ფიროსმანის ნახატი მზია შალვაშვილის სალონში შეიძინა. აღნიშნული ქმედებით მზია შალვაშვილი დაეხმარა დამიანე ალანიას მოეხდინა უკანონოდ მოპოვებული ქონების მისაკუთრება. 
სასამართლოს გადაწყვეტილებით მზია შალვაშვილს განესაზღვრა 1 წელი პირობითი მსჯავრი და საქმეზე ამოღებული ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“ გადაეცა სახელმწიფოს.

ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა მსჯავრდებულ მზია შალვაშვილის უდანაშაულობა და გამოირკვა ახალი გარემოებები, რომელიც ადასტურებს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის წარმომავლობის კანონიერებას, რის გამოც პროკურატურა მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გაუქმების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მესაკუთრეს დაუბრუნდება ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული ფერწერული ნამუშევარი ,,ბატკანი“. ”-ნათქვამია ქვეყნის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი