არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება სტილი, დიზაინი

ორიგინალური ავტობუსის გაჩერებები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან

კანადელი ფოტოგრაფი კრისტოფერ ჰერვიგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული არქიტექტურით, განსაკუთრებით კი, საბჭოთა პერიოდის ავტობუსის გაჩერებების ვიზუალური ესთეტიკით, ორიგინალური დიზაინით დაინტერესდა. უფრო მეტიც, მან ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური წიგნიც კი გამოსცა, სადაც მან ამ ქვეყნებში თორმეტ წლიანი მოგზაურობის ამსახველი ფოტო მასალა გამოაქვეყნა. კანადელმა პროექტზე მუშაობა 2002 წელს დაიწყო და ველოსიპედით ჩავიდა ლონდონიდან სანქტ-პეტერბურგში. მან მოგზაურობისას 30, 000 ათასი კილომეტრი გაიარა და სულ 13 ქვეყანა მოინახულა.

აღნიშნული წიგნი საკმაოდ პოპულარული გახდა და მკვლევარების დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამიტომ, ჰევიგმა მოგზაურობა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა და საქართველოში, რუსეთსა და უკრაინაში ახალი ფოტოები გადაიღო. კოლექციაში ”საბჭოთა ავტობუსის გაჩერებები. ნაწილი მეორე”  ჰერვიგი ძირითად აქცენტს რუსეთზე აკეთებს. მან მსოფლიოს ყველაზე დიდი ფართობის მქონე ქვეყანაში 10,000 მილი გაიარა, თუმცა საკმაოდ საინტერესო მასალები მოაგროვა საქართველოშიც.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი