სტილი, დიზაინი

ჩეხი ხელოვანი ძეგლებისთვის ორიგინალურ სამოსს ქმნის

 ჩეხი ხელოვანი ევა ბლაჰოვა უკვე წლებია პრაღის თოჯინების თეატრისთვის ბავშვების საყვარელ გმირებს ქმნის. იგი ცნობილი, თავისი ძირითადი პროფესიის გარდა, თეატრისა და კინოსთვის კოსტიუმების შექმნითაც გახდა, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება და გამოხმაურება მაინც მის უკანასკნელ გატაცებას მოჰყვა. ბლაჰოვამ ჩეხეთის დედაქალაქის ქუჩებში მდგარ ძეგლებს ახალი ღირებულება შესძინა. მან ისინი სპეციალურად შეკერილი, ნაქარგი მასალით შემოსა.
მისი პირველი გახმაურებული ნამუშევარი პრაღაში მდგარი ბრინჯაოს ქანდაკება იყო, რომლისთვისაც ბლაჰოვამ გუსტავ კლიმტის ცნობილი ნახატის, ადელ ბლოხ ბაუერის პორტრეტის სტილში შექმნა სამოსი.
არანაკლებ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ხელოვანის მეორე ქმნილებას, რომელიც მან მერლინ მონროს თოჯინის სტილში შექმნა.
ოსტრავაში მდგარ ქანდაკებას ბლაჰოვამ ვან გოგის ”მზესუმზირები” მოუხდინა
ჩეხი ხელოვანი მსგავს ნამუშევრებს მხოლოდ ძეგლებისთვის არ იმეტებს. ჩეხეთში ბლაჰოვას მიერ შემოსილ ხეებსაც კი შეხვდებით.

კომენტარები

კომენტარი