კულტურა

ჭიათურის საბაგირო და დავით გარეჯი საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ სიაშია

ჭიათურის საბაგირო გზები და დავით გარეჯი “ევროპა ნოსტრას” საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ სიაში აღმოჩნდა, – ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გაავრცელა.

“ამ სიაში მოხვედრით საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საბაგიროს ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც თავის მხრივ ქართულ ინდუსტრიულ ძეგლებთან დაკავშირებით უპრეცედენტო მოვლენაა.” – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ საბოლოო 7 გამარჯვებული მარტში გამოვლინდება დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ საბოლოო ძეგლებში ერთ-ერთი მაინც შევა და უსაფუძვლო ნამდვილად არ არიs ეს იმედი. გამარჯვებულებიs გამოცხადების შემდეგ, ევროპა ნოსტრას ექსპერტები ჩამოვლენ საქaრთველოში, მოინახულებენ ძეგლებs და ჩვენ უკვე დავიწყებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე მუშაობას.”

როგორც ცნობილია, სიაში ჯერჯერობით 12 კულტურული ძეგლია დასახელებული.

დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

რაც შეეხება ჭიათურაში არსებული საბაგიროს, ის საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა იყო.

კომენტარები

კომენტარი