კინო

“საშიში დედა” ბერლინის კრიტიკოსტა კვირეულს გახსნის

14-22 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას, ბერლინში კრიტიკოსთა კვირეული გაიმართება.

კვირეულს ანა ურუშაძის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის – “საშიში დედა” გერმანული პრემიერა გახსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“საშიში დედა” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს (სტუდიები „არტიზმი” და „ჯემინი”) და ესტონეთის (სტუდია „Allfilms”) კოპროდუქციაა.
მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.

ბერლინის კრიტიკოსთა კვირეული წელს მეოთხედ ტარდება. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყნებიდან ახალ, წარმატებულ ფილმებს და ამ ფილმების ირგვლივ საინტერესო დისკუსიებს შესთავაზებს.

ბერლინის კრიტიკოსთა კვირეული გერმანიის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი