შემოქმედებითი ინდუსტრიები

ქართული ანიმაციური ფილმი “ჯინო” Anima Mundi-ს საკონკურსო პროგრამაში

ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო“  ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ანიმაციური ფილმების ფესტივალზე „Anima Mundi“  საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

მულტფილმი  მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების ამბავს, რომლებიც იძულებულები არიან ბინადრობისთვის ახალი ადგილი ეძებონ. ჯინო, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს, მეზობლებს უპირისპირდება და პრობლემებისგან თავის დაღწევას საკუთარ ეზოში გამოკეტვით ცდილობს.

Anima Mundi-ს ანიმაციური ფილმების ფესტივალი რიო-დე-ჟანეიროში 19-23 ივლისს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ქართული ანიმაციური ფილმი ამ ფესტივალზე პირველად მოხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი