საშემსრულებლო ხელოვნება

საქართველოში ელტონ ჯონის კონცერტების გამართვის ახალი თარიღები ცნობილია

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი ელტონ ჯონი საქართველოში 2018 წლის ივნისის ბოლოს ჩამოვა. კონცერტის ორგანიზატორმა, SOLO-მ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

კონცერტები ”ბლექ სი არენაზე” 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ელტონ ჯონი საქართველოში გასული წლის სექტემბერში უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მაშინ კონცერტები მუსიკოსის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

მათთვის, ვისაც ბილეთები 16-17 სექტმბრის კონცერტებისთვის უკვე შეძენილი ჰქონდა, 2018 წლის ზაფხულში დაგეგმილ კონცერტზე დასწრება იმავე ბილეთებით იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი