კინო

როდის გაიმართება ახალი ქართული ფილმის, „ექვთიმე ღვთისკაცის“ პრემიერა?

გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, პედაგოგისა და არქეოლოგის ექვთიმე თაყაიშილის ცხოვრების რეალურ ფაქტებსა და ისტორიებზე გადაღებული მხატვრული ფილმის ”ექვთიმე ღვთისკაცის” ოფიციალური პრემიერის თარიღი ცნობილია. ის 20 იანვარს, 17:00 საათზე, ფილარმონიის დარბაზში გაიმართება.

ფილმი, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეა, ხალხის ქველმოქმედების საშუალებით შეიქმნა. ”ექვთიმე ღვთისკაცის” შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, კინოსურათის შექმნაში 7000-ზე მეტმა ადამიანმა და რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ფილმის მწარმოებელი კოპანია “დაკარგული ლეგენდები” გახლავთ.

ექვთიმე თაყაიშვილის როლს ახალ ქართულ ფილმში ცნობილი ქართველი მსახიობი, რეზო ჩხიკვიშვილი განასახიერებს.

ფილმის შექმნისთვის გაწეული ბოლო ხარჯები პრემიერაზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხის საშუალებით დაიფარება.

გთავაზობთ ფილმის ოფიციალურ თრეილერს:

კომენტარები

კომენტარი