ვიზუალური ხელოვნება საშემსრულებლო ხელოვნება

ლეგენდარული როკ ჯგუფების სიმბოლოები ჰიპ-ჰოპ არტისტების სახეებზე

მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის დამდეგს, მსოფლიო მუსიკალური სამყარო ახალმა მიმდინარეობამ დაიპყრო. მან თითქმის სრულად ჩაანაცვლა როკი, რომელიც 60-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც მუსიკალური მოღვაწეობა ლეგენდარულმა ”ბითლზებმა” დაიწყეს, სრულად ბატონობდა ევროპულ და ამერიკულ მუსიკაში. ამიტომ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ კლასიკურ როკზე, პირველ რიგში თავში სწორედ ის მოგვდის, რაც რეპის ასეთ ფართო მასშტაბიან გამოჩენამდე იქმნებოდა. ასეთები კი უპირველესად იყვნენ როკ ჯგუფები – Nirvana, The who, The Rolling Stones, Pink Floyd და სხვები. არტისტები, რომლებიც ამ ჯგუფებს ქმნიდნენ, დღეს ან ცოცხლები აღარ არიან, ან ინდივიდუალური კარიერა აქვთ დაწყებული. ხანგძლივი არ გამოდგა არც ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების ბატონობა მუსიკაზე, თუმცა ამ ჟანრის მუსიკამ მაინც შემოგვინახა ისეთი არტისტები, როგორებიც იყვნენ Eminem, Notorious B.I.G, 2 Pac და სხვები.

ცოტა ხნის წინ, ლოს ანჯელესის ვინილის ვიზუალური ხელოვნების შოუსთვის შეიქმნა ახალი პროექტი, რომლის ფარგლებში მუსიკის ეს ორი მიმდინარეობა გაერთიანებული იყო. ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტების სახეებზე, ხელოვანებმა ლეგენდარული როკ ჯგუფების სიმბოლოები და ლოგოები გამოსახეს.

Kanye Who?
West Side of the Moon
Notorious Nirvana
Sane Shaddy
Jayger

 

კომენტარები

კომენტარი