არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

“Thespaces.com–მა” საქართველოში არსებულ საბჭოთა მონუმენტებს სტატია მიუძღვნა

უცხოურმა ვებგვერდმა “Thespaces.com-მა” საქართველოში არსებულ საბჭოთა მონუმენტებს სტატია მიუძღვნა, რომელსაც შემდეგი სათაური ამშვენებს “საბჭოთა ეპოქის ქართული მონუმენტები, წარსულის ტიტანები”

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა,  როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილი, ისე არსებობდა 1936-დან 1991 წლამდე.  სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში აშენდა ფენომენალური რაოდენობის იდეოლოგიური მონუმენტები.

აღნიშნულია ისიც, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ არქიტექტურამ, სოც.რეალისტური ნამუშევრებით, საბჭოთა პროპაგანდის ფუნქცია შეითავსა  (ვარსკვლავების, მშრომელთა მუშტებისა და წითელი არმიის ვიზუალიზაციის სახით.)

“თანამედროვე საქართველოს დამოკიდებულება საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის მიმართ დიდი წინააღმდეგობებით ხასიათდება. თბილისში ტურისტებს შეუძლიათ ნახონ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, რომელიც იმ ადამიანებს ეძღვნებათ, ვინც 70-წლიანი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი იყო. თბილისიდან მოშორებით, ქალაქ გორში მდებაროებს სტალინის მუზეუმი, რომელიც 1950 წელს, გახსნის დღიდან დღემდე სულ მცირედით თუ იქნება შეცვლილი” – წერია სტატიაში.

“არტნიუსი” გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ზემოთქმულ სტატიაშია განთავსებული:

 

 

კომენტარები

კომენტარი