ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

სუხიშვილების გათანამედროვებული “ქართული”, რომელმაც საზოგადოებრივი აზრი ორად გაყო (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართული ნაციონალური ანსამბლის “სუხიშვილები” ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი და წევრები გათანამედროვებულ “ქართულს” ცეკვავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ საცეკვაო მოძრაობები და მუსიკა რადიკალურად განსხვავებულია ძველი “ქართულისგან”. ცეკვის ფორმიდან და ხასიათიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. იგი მხოლოდ შინაარსით ჰგავს ნამდვილ და ტრადიციულ ქართულს, სადაც მთავარი აქცენტი ქალსა და მამაკაცზეა გადატანილი.

ღონისძიება “რესპუბლიკაში” გაიმართა, სადაც დაანონსებული იყო, რომ ქართული ნაციონალური ბალეტი, Young Georgian Lolitaz-თან ერთად, პირველ და განსხვავებულ პროექტს ამზადებდა. ტრადიციულ და თანამედროვე ქართულ ცეკვებს კი სუხიშვილები ახალ მუსიკაზე შეასრულებდნენ.

იხ. ვიდეო:

ცეკვა ქართული 🙌🏻 ილიკო N1 (9:00)

Posted by Tamara on Samstag, 13. Januar 2018

 

 

 

კომენტარები

კომენტარი