ვიზუალური ხელოვნება

ერთი ნახატის შესახებ – მიხეილ ხორავას ”კალანდა”

ქართველი მხატვარი მიხეილ(მაცი) ხორავა დაიბადა 1950 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ოჩხომურში (ახლანდელი ჩხოროწყუს რაიონი). ის გამორჩეული ხელწერის ქართველი ხელოვანი, ფერმწერი, გრაფიკოსი იყო. 1968–1974 წ.წ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.ფერწერის განხრით. 1975 წლიდან მუშაობდა ზუგდიდის ფაიფურის ქარხანაში მხატვრად. აქ დაინტერესდა სულპტურით და შექმნა საინტერესო ნიმუშები მცირე პლასტიკაში. მოგვიანებით მუშაობა დაიწყო ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის სურათების გალერეაში. 1980 წელს გახდა საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
1997 წელს გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა ქალაქ ზუგდიდში, რასაც მოჰყვა მრავალი პერსონალური თუ ჯგუფური გამოფენები საქართველოს მასშტაბით და მის საზღვრებს გარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია პეტერბურგის, ვაშინგტონის, სტამბოლის, პარიზის , სალონიის, კელნის შტუდგარდტის კერძო კოლექციებში. მიხეილ(მაცი)ხორავა გარდაიცვალა 2005 წელს.

აღსანიშნავია, რომ მისი სახელობისაა ზუგდიდის სამხატვრო გალერეა. აღნიშნული დარბაზი სწორედ ხორავას დაარსებულია.

სტატიაში წარმოგიდგენთ მხატვრის ფერწერულ ნამუშევარს, სახელწოდებით ”კალანდა”. ის ხელოვანმა 2000 წელს შექმნა. ტილო ზეთის საღებავებითაა შესრულებული და შესულია საქართველოს ეროვნული არქივის ფერწერის და გრაფიკის კოლექციებში.

ნახატზე ”კალანდა” გამოსახულია გურული სოფლის პეიზაჟი ძველით ახალ წელს. გურულები კალანდას აღნიშნავენ.

კომენტარები

კომენტარი