კულტურა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

სოციალურ ქსელში მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზააციები ერთმანეთს ულოცავენ.

საქართველოს მოსახლეობას პრემიერ–მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც მიულოცა: “გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!” – ვკითხულობთ პრემიერის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს.

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა, ღონისძიება მარჯანიშვილის მოედანზე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა გამოფინეს საქართველოს დროშები, მარჯანიშვილის მოედანზე აღმართეს საქართველოს დიდი დროშა, ხოლო პატარა დროშები უბრალო გამვლელებს დაურიგეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა არის მართკუთხა თეთრი ფერის ქსოვილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია დროშის ოთხივე გვერდთან დაკავშირებული სწორკუთხა წითელი ფერის დიდი ჯვარი; ჯვრის ვერტიკალურ-ჰორიზონტალური მკლავებით გამოყოფილ ოთხკუთხედებში გამოსახულია ოთხი იმავე ფერის, ბოლნურ-კაცხური ჯვარი. საქართველოს სახელმწიფო დროშის სტანდარტული ზომები და ზუსტი გამოსახულება დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დროშის მიმდინარე ვერსია დადგენილია პრეზიდენტის 25 იანვრის 31–ე ბრძანებულებით.

კომენტარები

კომენტარი