საშემსრულებლო ხელოვნება

ლეგენდარული მომღერალი ერიკ კლეპტონი სმენას კარგავს

ინგლისელი ლეგენდარული მუსიკოსი, გიტარისტი და მომღერალი ერიკ კლეპტონი სმენას კარგავს, – ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მომღერალის თქმით, იგი ტინიტუსის სიმპტომს ებრძვის, რის გამოც გამუდმებით ჩაესმის ზარების რეკვის, სტვენისა და შრიალის ხმა.

ტინიტუსი თანამედროვე ცივილიზაციის დაავადებად მიიჩნევა და იგი განსაკუთრებით ხშირია ღამის კლუბის, დისკოთეკის მოყვარულებში, ვინაიდან მაღალი სიხშირის ბგერის სასმენ ორგანოზე ხანგრძლივი ზემოქმედება საბოლოოდ სმენის დაქვეითებას იწვევს. არანაკლები მნიშვნელობა აქვს სტრესსა და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. იქმნება მანკიერი წრე: სტრესი – ხმაური ყურებში – ნევროზი – უძილობა – ფსიქიკური აშლილობა, რამაც მძიმე გართულებებამდე შეიძლება.

ერიკ კლაპტონი 1945 წელს, ინგლისში დაიბადა. მე–13 დაბადების დღეზე ერიკს აკუსტიკური გიტარა აჩუქეს, მაგრამ მას ისე გაუჭირდა დაკვრის შესწავლა, რომ კინაღამ თავი დაანება. იგი საათობით ვარჯიშობდა და ცდილობდა, სწორად აეღო აკორდები, რომ მიეღო ისეთივე ჟღერადობა, როგორსაც მუსიკალური ჩანაწერებიდან ისმენდა.

მის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს ცნობილმა ბლუზის შემსრულებლებმა, მათ შორის იყვნენ ბიბი კინგი, ბადი გაი, მადი უოტერსი და ჯონ ლი ჰუკერი. 1963 წელს კლეპტონი გამორიცხეს ხელოვნების კოლეჯიდან და იგი შეუერთდა ჯგუფ The Yardbirds-ს.

 

კომენტარები

კომენტარი