ვიზუალური ხელოვნება

კლასიკური სამყაროდან თანამედროვეობაში გადმოსული გმირები

გიფიქრიათ როგორები იქნებოდნენ კლასიკური პერიოდის ფერწერული ნიმუშების გმირები, თანამედროვე სამყაროში, ჩვენს გვერდით რომ ეცხოვრათ? ალბათ, არა, მაგრამ არაუშავს. უკრაინელმა ხელოვანმა ალექსეი კონდაკოვმა ამ თემაზე საკმარისად იფიქრა და საკუთარი ნიჭის, ფოტოშოპის დამსახურებით ისინი თანამედროვეობის გამოწვევებში ამოგზაურა.

ვიზუალური ხელოვნების ამ სერიას უკრაინელმა ”ღმერთების ყოველდღიურობა” უწოდა. პერსონაჟები ძირითადად უკრაინის დედაქალაქში კიევში არიან წარმოდგენილნი. კონდაკოვის დამსახურებით, ”ღმერთებს” შეხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბარში, ყვავილების მაღაზიაში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი