კულტურა

ბოდბეში ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ყველაწმინდის (ღვთისმშობლის) მიძინების ეკლესიის რეაბილიტაცია დაასრულა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად კრამიტის გადახურვა გადაეწყო კირის ხსნარზე, დაახლოებით 50% ახალი კრამიტის დამატებით. სამრეკლო-ფანჩატურის კეხი აღდგა (დაახლ. 30-35სმ. სიმაღლე) და დამონტაჟდა ლითონის ჯვარი. ტაძრის გარე პერიმეტრზე მოეწყო 1,5მ-ის სიგანის ქვაფენილის გარშემოსავლელი. საპირე ქვებს შორის გამოსუფთავდა გამოქარული ადგილები და ამოილესა კირის ხსნარით.

კომენტარები

კომენტარი