არქიტექტურა, არქეოლოგია

ჩინეთში ქრისტიანულ ტაძრებს ანგრევენ

ჩინელის პოლიციის ოფიცრებმა ქვეყნის ყველაზე ცნობილი და ქრისტიანულ–ევანგელისტური ტაძრები დაანგრიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას NYTIMES–ი ავრცელებს.

დანგრევის პროცესი ამ კვირაში მიმდინარეობა და მასში ჩართული იყო მძიმე ტექნიკა. აგრეთვე, გამოიყენეს დინამიტებიც, რათა ძირფესვიანად გაენადგურებინათ ქრისტიანული სამლოცველო.

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ბრძანებით, მთავრობამ დაანგრია ეკლესიები, ან მოხსნა გუმბათები და ჯვრები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებები ძალიან ჰგავს საბჭოთა კავშირის პოლიტიკას.

სახელმწიფო გაზეთმა, “გლობალ თაიმსი” ამ ყველაფერს შემდეგი სათაური მოუფიქრა: “ჰონგ-კონგში არალეგალურ შენობებს ანგრევენ”.

ტაძარი, რომელიც ხუთშაბათს დაანგრიეს, ადგილობრივი ევანგელისტების მიერ იყო აშენებული, რომელიც, დაახლოებით, 3 მლნ. აშშ–ის დოლარი დაუჯდათ.

კომენტარები

კომენტარი