კინო

“ჯანგოს” შემდეგ დიკაპრიო ტარანტინოს კიდევ ერთ ფილმში ითამაშებს

კვენტინ ტარანტინოს გახმაურებული დრამის “ჯანგოს” შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიო ამერიკელი კინორეჟისორის კიდევ ერთ, ახალ სურათში მიიღებს მონაწილეობას.

ტარანტინოს რიგით მეცხრე ფილმი, რომელიც, სავარაუდოდ, 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა, ვარსკვლავურად მრავალფეროვანი იქნება-მასში მონაწილეობისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ალ პაჩინოსთან, ტომ კრუზთან და სხვა ცნობილ შემსრულებელთან.

მოლაპარაკებები დი კაპრიოსთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფილმზე “ჯანგო” ორმა კინოხელოვანმა ერთად 2012 წელს იმუშავა.

ეს ლეონარდო დი კაპრიოს პირველი ფილმია მას შემდეგ, რაც მან 2016 წელს პირველი ოსკარი მიიღო ფილმისთვის “The Revenant“. მსახიობი ახალ ფილმში მოხუც, უმუშევარ მსახიობს განასახიერებს.

კომენტარები

კომენტარი