შემოქმედებითი ინდუსტრიები

“Check in Georgia“-ს პროგრამაში „Gem Fest”-ი მონაწილეობას არ მიიღებს

Gem Fest 2018“-ი მიმდინარე წელს “Check in Georgia“-ს პროგრამის ფარგლებში არ მონაწილეობს, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, მონაწილეობს თუ არა წელს „Check in Georgia”-ს ფარგლებში „Gem Fest 2018“-ი.

„ჩვენი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ „Gem Fest“-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ფესტივალის ორგანიზატორებს არ მიუმართავთ ფართის მფლობელისთვის – ეკონომიკის სამინისტროსთვის ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფესტივალის ბილეთების გაყიდვა ამ კუთხითაც ნაადრევად გვეჩვენება, როდესაც არ არის გარკვეული ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა. ამავდროულად, როგორც მათ არ მიუმართავთ ჩვენი კოლეგებისთვის ფართის ნაწილში, ასევე არც ჩვენთვის მოუმართავთ საორგანიზაციო, სარეკლამო, ან რაიმე ტიპის ფინანსურ დახმარებაზე. არანაირი კომუნიკაცია საორგანიზაციო ჯგუფთან არ ყოფილა და შესაბამისად, არანაირი მხარდაჭერ ან დახმარება ჩვენი მხრიდან განსაზღვრული არ არის“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

GEM Fest 2018-ის ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. როგორც tkt.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფესტივალი სოფელ განმუხურში ახალ ფორმატში ჩატარდება და 4 დღე – 9-დან 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

წყარო: ipn.ge

კომენტარები

კომენტარი