სტილი, დიზაინი

ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი ქართველი დიზაინერის ტანისამოსით კიდევ ერთხელ გამოჩნდა

საქართველო მოდის სამყაროს ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ამჯერად, ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი  7 იანვარს, ჰოლივუდში, ქართველი დიზიაინერის, ირაკლი რუსაძის ტანისამოსით კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ზემოთქმულის ამის შესახებ VOGUE-მაც დაწერა. გამომცემლობამ ჯერ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორმა განიხილა ქართველი დიზაინერის ტანისამოსი. შემდეგ კი ფოტო, სათაურით “ბელა ჰადიდი “Situationist-ში”, ქალაქ ნიუ–იორკში.

Джиджи в Versace и Белла Хадид в Situationist в Нью-Йорке

“ბოლო დროს ძალიან ხშირად აცვიათ უცხოელ ვარსკვლავებს ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი. ქართული მოდის ინდუსტრიისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია გაყიდვების, პოპულარიზაციის, ექსპორტ–იმპორტისა და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. ეს კონკრეტული ფაქტი პირველი არაა, ჩვენ ვთანამშრომლობთ ცნობილ მოდელებთან და ეს ბრენდის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. პირადად ჩემთვის კი ეს ძალიან დიდი სტიმულია.” – “არტნიუსთან” საუბრისას განაცხადა ირაკლი რუსაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი რუსაძემ, ბრენდი სახელწოდებით „Situationist“ 2015 წელს დააფუძნა. ამის შემდეგ იგი ძალიან გახმაურებული გახდა და ეს მსოფლიო მოდის პრესის განხილვის ობიექტადაც იქცა. უცხოურმა ვებგვერდებმა პარალელები დემნა გვასალიას შემოქმედებასთან გაავლეს და თქვეს, რომ ირაკლის ტანისამოსი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

 

კომენტარები

კომენტარი