კინო

ყველა დროის 10 ყველაზე მასკულინური ფილმი

10. რემბო 2 (Rambo: First Blood 2)

პოლკოვნიკი ტრაუტმანი სრულიად საიდუმლო, სახიფათო მისიისთვის ყოფილ მწვანე ჩაფხუტიანს, ჯონ რემბოს დაიქირავებს. თავისუფლებისთვის მებრძოლ ქო ბაოსთან ერთად, რემბო ვიეტნამში გაემგზავრება, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ტყვეობიდან გაათავისუფლოს. მისი გუნდისგან მიტოვებული, იგი მტრების გარემოცვაში მარტოდმარტო დარჩენილი, ჯუნგლებში გადარჩენისთვის იბრძვის.

9. ექსტრემალური ცრურწმენა (Extreme Prejudice)
Extreme Prejudice

ტეხასელი რეინჯერი და ნარკოტიკების დილერი ბავშვობის მეგობრები იყვნენ ახლა კი მოსისხლე მტრები არიან.

8. გლადიატორი (Gladiator)

ბრძოლას ძალაუფლებისათვის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ვაჟსა და ძლევამოსილ რომაელ გენერალს, მაქსიმუსს შორის ამ უკანასკნელის მეუღლე და ვაჟიშვილი შეეწირნენ. მაქსიმუსი იძულებულია ქვეყანა დატოვოს, მაგრამ გლადიატორად ქცეული, იგი უკან ბრუნდება შურისძიების მიზნით.

7. გულგატეხილი გულების უღელტეხილი (Heartbreak Ridge)

ფილმის მთავარი გმირი ვეტერანი ტომ ჰაივეია. ახალ ცხოვრებაში მას ადგილი არ აქვს. მას მხოლოდ ღვინო და ველი წლების გახსენება დარჩენია და საყვარელი ქალი, რომელიც ბევრს ნიშნავს მისთვის, მაგრამ თუ საჭირო გახდება, ტომი კვლავ შეძლებს თავი ხელში აიყვანოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს, ისე როგორც ოდესღაც ომის დროს.

6. ბინძური დუჟინი (The Dirty Dozen)

1944 წელი. მოკავშირეთა არმია მეორე ფრონტზე შეტაკებისთვის ემზადება. ამერიკული სამხედრო დაზვერვა შეიმუშავებს საიდუმლო ოპერაციას, რომელიც უნდა განახორციელონ მკვლელებმა და სასიკვდილო განაჩენმისჯილებმა. მათ აქვთ სიცოცხლის მოპოვების შანსი.

5. ველური ბანდა (The Wild Bunch)
The Wild Bunch (1969)

“ველური ბანდა” ვესტერნის ჟანრის ერთ–ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება.

4. რიო ბრავო (Rio Bravo)

კლასიკური ძველი ვესტერნი ჯონ უეინის, დინ მარტინისა და რიკი ნელსონის მონაწილეობით, რომლებიც სამეულს ქმნიან: ერთი დაჭრილი, ერთი მთვრალი და ერთიც ახალგაზრდა შეიარაღებული ბანდიტია. ადგილობრივი შერიფი მათ დახმარებას სთხოვს, რათა ხელი შეუშალონ ერთ–ერთი “ცუდი ბიჭის” ძმის ციხიდან გაქცევას. ეს ფილმი მათთვისაც არის, ვისაც ვესტერნები საერთოდ არ უყვარს.

3. უკანასკნელი ბოისკაუტი (The Last Boy Scout)

როდესაც მოკლავენ გოგონას, რომელსაც დეტექტივი ჯო ჰელენბექი იცავდა, მოკლულის შეყვარებული (ყოფილი ფეხბურთელი ჯიმი დიქსი) ცდილობს, გამოიძიოს ეს საქმე. გაირკვევა, რომ ამ ყველაფრის უკან კორუმპირებულ პოლიტიკოსსა და ფეხბურთის გუნდის მფლობელს შორის მიმდინარე ბნელი საქმეები იმალება.

2. რონინი (Ronin)
Ronin

კონვერტი გაურკვეველი შიგთავსით – ირლანდიელი ტერორისტებისა და რუსული მაფიის სამიზნე – კრიმინალებს ჩაუვარდებათ ხელში. ირლანდიული კავშირი შეკრებს დაქირავებულ, საბრძოლო რაზმს “რონინს”, მაგრამ ჯგუფში, რომლის ლიდერიც ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო აგენტია, ერთმანეთის მიმართ უნდობლობაა. შეძლებენ კი ისინი ამ მისიის შესრულებას?

1. მტაცებელი (Predator)
Predator

დატჩი და მისი ჯარისკაცები ცენტრალურმა სადაზვერვო\R\N სამმართველომ დაიქირავა, რათა ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ჩამოვარდნილი მფრინავები, პარტიზანებისგან გადაარჩინონ. მისია საქმეს უმკლავდება, თუმცა დაბრუნებისას აღმოაჩენენ, რომ მათ რაღაც დასდევთ. თითქმის შეუმჩნეველი, ტყესთან შერწყმული, რომელიც მსხვერპლის გვამებს ნაწილებს აცლის. თანდათან მაყურებელი ხედავს, რომ ეს არის ჭკვიანი უცხოპლანეტელი მონადირე, რომელიც ადამიანებზე ნადირობს და სათითაოდ კლავს.

კომენტარები

კომენტარი