კულტურა

უდიდესი გენიოსები, რომლებმაც სიცოცხლე სიღარიბეში დაასრულეს

ედგარ პო – გენიოსი, რომელმაც დეტექტიურ და კრიმინალურ ჟანრებს დაუდო სათავე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა სამეცნიერო ფანტასტიკის გავრცელებასა და განვითარებაში. მწერალს სიღარიბესა და მიუსაფრობაში ამოხდა სული. მას შემდეგ, რაც 1846 წელს ჟურნალი „ბროდვეი“ დაიხურა, სადაც ის მუშაობდა, პოს მუდმივ სიღარიბესთან უწევდა გამკლავება. 1849 წლის 3 ოქტომბერს ის მომაკვდავი იპოვეს ბალტიმორის ქუჩაში, თითქმის უგონო მდგომარეობაში, ძველი, დახეული ტანსაცმლით. ალან პოს გარდაცვალების სამედიცინო დოკუმენტი დაკარგულია და გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არ არის.

ამედეო (იედიდია) მოდილიანი – გენიოსი იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. ის თავის სიცოცხლეში პოპულარული მხატვარი სულაც არ იყო, უჭირდა ბინის ქირის გადახდა, არ ჰქონდა მკურნალობის ფული, ვერ ყიდდა ნახატებს. მისი ერთდერთი გამოფენა კრახით დასრულდა. მოდილიანი უკიდურეს სიღარიბეში, ტუბერკულოზით გარდაიცვალა 1920 წლის 24 იანვარს, 35 წლის ასაკში, ღარიბთა საავადმყოფოში.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – გენიოსმა მუშობა 12 წლის ასაკში დაიწყო, როცა დედის გარდაცვალების შემდეგ ფინანსურად გაუჭირდათ. 20 წლის ასაკში ის პოპულარული გახდა და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა წარმართულიყო, მაგრამ 6 წლის შემდეგ ბეთჰოვენს სმენის პროგრესული დაქვეითება დაეწყო და საოპერო თეატრები უკვე უარს ამბობდნენ მასთან თანამშრომლობაზე. ბეთჰოვენი სრულ მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა 56 წლის ასაკში.

ფრიდრიხ ნიცშე – ცხოვრების საზრისისა და იდეალების მაძებარმა გენიოსმა სიცოცხლე მარტოობითა და სიღარიბით დაასრულა, 1900 წლის 25 აგვისტოს. სიცოცხლის ბოლო პერიოდში მას არ ჰქონდა სამსახური, ცხოვრობდა მცირე პენსიითა და მეგობრების შემწეობით. ნიცშეს სულიერი აშლილობა და სიფილისი სტანჯავდა.

ემილი დიკინსონი – გენიოსი ამერიკელი პოეტი ემილი დიკინსონი, რომელიც ინტროვერტული და ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა, 1886 წლის 15 მაისს გარდაიცვალა სიღარიბესა და მარტოობაში. მიუხედავად იმისა, რომ ემილის ნაცნობების უმრავლესობამ იცოდა მისი ნაწერების შესახებ, სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1886 წელს აღმოაჩინა მისმა უმცროსმა დამ – ლავინიამ ლექსების კრებული, რის შემდეგაც დიკინსონის შემოქმედება ცნობილი გახდა.

კომენტარები

კომენტარი