კინო

“Netflix-მა” ქართული ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა

“Netflix-მა” ქართული ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა. ეს თამთა გაბრიჩიძის ფილმია “სოვდაგარი”, რომელშიც მოთხრობილია მოხეტიალე ვაჭრის მოგზაურობა სოფელში, სადაც ფული კარტოფილია, საფულე კი – კარტოფილის ტომარა.

შეგახსენებთ, კომპანია “Netflix-ი” 1997 წელს დაარსდა და  DVD გაქირავების და გაყიდვის პირველი ონლაინ ვებგვერდი გახდა. “Netflix–ი” მსოფლიოს წამყვან ინტერნეტ გასართობ მომსახურებას წარმოადგენს 190-ზე მეტ ქვეყანაში. ის ყოველდღიურად 125 მილიონ სატელევიზიო გადაცემებსა და ფილმებს უშვებს, მათ შორის, სერიალებს, დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს. წევრებს შეუძლიათ უყურონ  ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას.

 

კომენტარები

კომენტარი