ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

დადგინდა, რომ ამადეო მოდილიანის გამოფენაზე ყალბი ნახატები გამოფინეს

იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანის ყალბი ნახატების გამოფენის მოწყობაზე გამოძიება მიმდინარეობდა. იტალიის პოლიცია მოდილიანის გამოფენის სამ ორგანიზატორს ჰკითხავდა და საქმეს იძიებდა.

მოდილიანის ნახატები 2017 წელს, ოთხი თვის განმავლობაში, მარტიდან ივნისამდე, ერთ-ერთ საგამოფენო სივრცეში იყო გამოფენილი. იგი 3 დღით ადრე დაიხურა, რადგან ნათელი ყველაფერს ერთ–ერთმა კოლექციონერმა მოჰფინა. მან განაცხადა, რომ ეს გამოფენა ერთი მასშტაბური ტყუილი იყო და გამოძიებაც სწორედ ამის საფუძველზე დაიწყო.

ხელოვნებათმცოდნეებმა უკვე დაადგინეს, რომ ის ოცი ნამუშევარი, რომელიც დამთვალიერებელს შესთავაზეს, მართლაც ყალბი იყო, – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, უკვე გამოვლენილია სამი ეჭვმიტანილი, რომელთაგან ერთ-ერთი მუზეუმის დაცვის თანამშრომელია.

ამჟამად, მოდილიანის ფერწერული ტილოების კოლექცია “Таte Modern-ში”, ლონდონშია გამოფენილი.

იტალიელი ექსპერტების აზრით, არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ეს ნამუშევრები ყალბია: “ეს პროექტი დამოუკიდებელია მოდილიანის სხვა ნებისმიერი გამოფენისგან და არ არსებობს საშიშროება მისი სიყალბისა” – განაცხადა”Tate Modern–ის” სპიკერმა

 

კომენტარები

კომენტარი