საშემსრულებლო ხელოვნება

“თავისუფალი თეატრი” მუშაობას დროებით აჩერებს

“თავისუფალი თეატრი” დროებით მუშაობას აჩერებს. როგორც თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სპექტაკლების ჩვენება 30 აპრილიდან შეწყდება და პაუზა პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება.

სპექტაკლების ჩვენების შეწყვეტის მიზეზი თეატრში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია. ადმინისტრაციის განცხადებით, თეატრის დახურვამდე, მაყურებელს კიდევ შეუძლია ორი სპექტაკლის ნახვა. 27 აპრილს ნაჩვენები იქნება ფსიქოლოგიური დეტექტივი “სხვების ცხოვრება”. სპექტაკლის რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია. მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები მარიამ ჯოლოგუა, კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე, თამუნა ნიკოლაძე, ლაშა გურგენიძე.

შაბათს, 29 აპრილს კი “თავისუფალი თეატრის” საუკეთესო სპექტაკლი “კავკასიური ცარცის წრე” იქნება წარმოდგენილი, რომელშიც თეატრის მთელი დასი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი