შემოქმედებითი ინდუსტრიები

BBC-ის პირდაპირი ეთერიდან ცნობილი ბავშვები მულტფილმის გმირები გახდნენ

ბავშვები, რომლებიც BBC-ის პირდაპირ ეთერში მიმდინარე ინტერვიუს დროს მამასთან ოთახში შვიდნენ, მულტფილმის გმირები არიან.

“Hans House Production”-მა  ახალი ანიმაციური ფილმი ყველაზე ცნობილ პატარებზე, მარიონ და ჯეიმს კელიებზე ააგო.  მულტფილმში ბავშვებს  მინა და ჯეკი ჰქვიათ, თუმცა ბოლომდე შენარჩუნებულია პატარების ნამდვილი გარეგნობა.

სცენარის მიხედვით,  „მინას და ჯეკის თავგადასავლებში“  ბავშვების ,,დუეტი“ მამას მსოფლიოს გარშემო დაჰყვება და  სხვადასხვა სიტუაციებში ეხმარება.

ყველაზე ცნობილი და-ძმის მამამ,   რობერტ კელიმ თავის „twitter“-ის გვერდზე  დაწერა, რომ იგი ახალ ანიმაციურ ნამუშევარში თავისი  პროტოტიპით კმაყოფილია.

„მინას და ჯეკის თავგადასავლების“ იდეა   ნიუ-იორკელ წყვილს, ლაურენ მარტინს  და ჯერიდ მანდის ეკუთვნით.

 

კომენტარები

კომენტარი