კულტურა

ჭერემში მამა დავითის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფ.ჭერემში მდებარე VI-VII საუკუნეების ეკლესიას 2018 წლის 9 იანვარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ჭერემის მამადავითის ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, ძველ სასაფლაოზე. აგებულია მე-6-7 სს. წარმოადგენს სამეკლესიან ბაზილიკას. გვერდითა ეკლესიები ერთმანეთთან დაკავშირებულია დასავლეთის დერეფნით. სამხრეთის ეკლესია სამხრეთით სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღით იყო გახსნილი.

Image may contain: sky, plant, tree, cloud, outdoor and nature

 

Image may contain: plant, sky, grass, outdoor and nature

 

კომენტარები

კომენტარი