კინო

მარიამ ხაჭვანის “დედეს” მორიგი წარმატება

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე”, რომელიც ბოლო პერიოდში არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი გახდა, წარმატებულ სვლას განაგრძობს. ამჯერად, “დედე” გოტებორგის კინოფესტივალზე მოხვდა, ახალ ხმაში.

როგორც კინოსურათის ავტორები ამბობენ, გოტებორგი საკმაოდ მაღალი დონის კინოფესტივალია და ფილმს ფესტივალის ფარგლებში ოთხჯერ აჩვენებენ:

27 იანვარს 17:30 სთ-ზე
29 იანვარს 17:45 სთ-ზე
30 იანვარს 14:45 სთ-ზე
3 თებერვალს 21 სთ-ზე

“დედე” სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. „დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.

კინოპროექტი “დედე” ეროვნული კინოცენტის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი