კულტურა

CNN-მა თბილისი 7 აუცილებლად სანახავ ქალაქს შორის დაასახელა

საქართველოს დედაქალაქი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

ამერიკულმა მედიამ CNN-მა გამოაქვეყნა 7 ქალაქისგან შემდგარი სია, რომელსაც 2018 წელს უნდა ეწვიო. ერთ–ერთი ჩამონათვალში თბილისია.

აღწერაში კითხვაზე, თუ რატომ უნდა გაამახვილოს ხალხმა თბილისზე ყურადღება, ნათქვამია, რომ საქართველოს დედაქალაქი ბოლო 18 თვის მანძილზე ძალიან შეიცვალა. ხაზი აქვს გასმული იმ ფაქტს, რომ აქ ძალიან განვითარებულია ღამის ცხოვრება. აგრეთვე, თბილისში ძალიან ბევრი აუცილებლად სანახავი ადგილებია. აღწერაში ნათქვამია, რომ დედაქალაქი უფრო და უფრო ვითარდება ხელოვნების, მოდისა და კრეატიულობის მხრივ. ამასტან ერთად, ნახსენებია, რომ ახალი მერი, კახი კალაძე, ყოფილი ფეხბურთელია და მან 2018 წლისთვის ქალაქის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარებისთვის 334 მლნ. აშშ. დოლარი გამოყო.

CNN-ის ჟურნალისტი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით 2017 წელს Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა.

“არტნიუსი” გთავაზობთ დანარჩენი 6 ქალაქის ჩამონათვალს.

კანადა, ტორონტო

ომანი, მუსკატი

შოტლანდია, დანდი

A design for the future V&A Museum of Design Dundee

საფრანგეთი, პარიზი

The Station F startup campus in Paris

იაპონია, ტოკიო

 

მექსიკა, სან მიგელ დე ალენდე

კომენტარები

კომენტარი