კულტურა

ცნობილი ადამიანები, რომლებზეც ვერ წარმოიდგენთ, რომ მემარცხენეები არიან

დღეს დომინანტი იდეოლოგია ანუ ლიბერალური დემოკრატია მაქსიმალურად ცდილობს საბჭოთა კავშირისა და საკუთრივ სოციალიზმის დისკრედიტაციას. მემარჯვენეებს სჯერათ, რომ სოციალიზმი და კომუნიზმი ესაა ადამიანის თავისუფლების, უფლებებისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგია. ხშირად მემარცხენეებს ავტორიტარიზმისა და ადამიანის ჩაგვრის მომხრეებად სახავენ, მაგრამ რას იფიქრებთ, რომ თქვენთვის ყველაზე ჰუმანური ადამიანები მემარცხენეები აღმოჩნდნენ?

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 ცნობილ ადამიანს, რომელიც სოციალისტია:

1. მარკ ტვენი

1- mark twain

მარკ ტვენი ჩვენთვის საუკეთესო წიგნების ავტორია: “ტომ სოიერის თავგადასავალი” და “ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი.”  მარკ ტვენმა, განსაკუთრებით ცხოვრების ბოლოს, რამდენიმე რადიკალური შეხედულება მიიღო. მან დაგმო კაპიტალისტები, როგორც მჩაგვრელები და თქვა: “ვინ არიან დამპყრობლები? – მეფეები, კაპიტალისტები, მეთვალყურეები და ზედამხედველები “. იგი მიიჩნევდა, რომ ყოველთვის იყო რევოლუციონერთა გვერდით”. მან კატეგორიულად დაუჭირა მხარი პროფესიულ კავშირებს და სჯეროდა, რომ სიმდიდრე უნდა იყოს თანაბრად გადანაწილებული. ამასთან ერთად, იგი მიემხრო ქალთა პროტესტს საარჩევნო უფლების მისაღებად და წინააღმდეგი იყო მონობის. მარკ ტვენი ძლიერი ანტიიმპერიალისტია. ცნობილი მწერალი გამუდმებით გმობდა აშშ-ის ძალადობრივ პოლიტიკას და კოლონიალიზმს.

2. ოსკარ უაილდი

2- oscar wilde

ოსკარ უაილდი საზოგადოებისთვის ცნობილია,როგორც “დორიან გრეის პორტრეტის” ავტორი. რაც არ უნდა საეჭვოდ ჟღერდეს, იგი წმინდა წყლის მემარცხენეა. უაილდი ამტკიცებდა, რომ საზოგადოება სოციალიზმის მოპოვებით და მის პრინციპებზე უნდა მოეწყოს. მან თქვა, რომ სოციალიზმი აღადგენს საზოგადოების ჯანსაღი ორგანიზმის სრულყოფილ მდგომარეობას. თუ მოსახლეობა ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალიზმის პირობებში ხალხი  ერთმანეთთან ითანამშრომლებს. უალდი მხარს უჭერდა სოციალისტურ საზოგადოებას, სადაც  არ არსებობს ავტორიტარიზმი. მას სჯეროდა, რომ ავტორიტარული პრინციპების საფუძველზე (საბჭოთა კავშირის მსგავსად) დაფუძნებული სოციალისტური საზოგადოება ჭეშმარიტი სოციალიზმისა და ინდივიდუალური სულისკვეთების დამსხვრევა იქნებოდა. მას მიაჩნია, რომ კაპიტალიზმში სიცოცხლე მახინჯი და მშრალია. მხოლოდ სოციალიზმში, იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთთან სოლიდარულად არიან განწყობილნი, შესაძლებელია ცხოვრების გალამაზება.

3. ბერტრანდ რასელი

4- russell

ბერტრან რასელი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ფილოსოფოსი იყო. ის, ალბათ, ყველაზე კარგად არის ცნობილი მისი  ნაშრომით “რატომ არ ვარ ქრისტიანი”, რომელშიც ის გმობს რელიგიას და, კერძოდ, ქრისტიანობას, როგორც “მსოფლიოში მორალური პროგრესის პრინციპულ მტერს”. იგი, აგრეთვე, სოციალიზმის დამცველი იყო. რასელი “სოციალიზმის საქმეში” ამტკიცებს, რომ სოციალიზმი არის “ავტოწარმოების მონოპოლიური პოლიტიკის რეგულირება ხალხის მიერ”.  ოსკარ უაილდის მსგავსად, რასელს სჭირდება სოციალიზმი, რომელიც დაფუძნებულია ინდივიდუალიზმისა და თავისუფლების საფუძველზე და არა ავტორიტარულ სახელმწიფოზე, როგორიც საბჭოთა კავშირია.

4. ალბერტ აინშტაინი

5- einstein

ყველაზე ცნობილი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი ყველასთვის ცნობილია, რომ პოლიტიკური შეფასებებითაც გამოირჩეოდა. ფიზიკოსი ძალიან კრიტიკულია კაპიტალიზმის მიმართ და ეს, ცხადია,  სოციალიზმის მხარეს ითარგმნება. თავის სტატიაში “რატომ სოციალიზმი?”, მან განმარტა, თუ როგორ ადამიანს ქმნის კაპიტალიზმი: “უგრძნობს, მარტოხელას, არასრულფასოვანს” მისი აზრით, “კაპიტალისტური საზოგადოების ეკონომიკური ანარქია, როგორი სახითაც ის დღეს არსებობს, კაცობრიობის პირველი მტერია.. კაპიტალიზმის მთავარი პრინციპი ანუ კერძო საკუთრება ოლიგარქების ხელშია. აინშტაინი დარწმუნდა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომ აღმოფხვრას ეს მძიმე ბოროტება, კერძოდ სოციალისტური ეკონომიკის ჩამოყალიბების გზით, რომელსაც თან ახლავს საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება სოციალურ მიზნებზე “.

5. ჰელენ კელერი

6- hellen keller

ჰელენ კელერი მე–19–20 საუკუნის ამერიკელი ავტორი, პოლიტიკოსი და ლექტორია. საზოგადოება მას იცნობს იმიტომ, რომ ის იყო პირველი ყრუ-მუნჯი ქალი, რომელმაც მიიღო განათლება და სამეცნიერო ხარისხი. ცოტასტვისაა ცნობილი, რომ კელერიც სოციალისტი იყო. იგი გაწევრიანებული იყო “მსოფლიო ინდუსტრიის მშრომელთა კავშირში”. იგი ერთ–ერთი წამომწყები იყო იმ კამპანიისა, რომელიც ქალებისთვის ხმის მიცემის უფლებას გულისხმობდა. მისი აზრით, მთავარი და ჭეშმარიტი ამოცანაა, რომ ყველა თანამშრომელი გააერთიანდეს ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ.

6. პაბლო პიკასო

7- picasso

პაბლო პიკასომ შეასრულა ყველასთის ცნობილი ნახატი “გერნიკა”, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს გერმანიის დაბომბვას ასახავს. იგი ერთ–ერთი დამაარსებელია კუბიზმისა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში რევოლუციური წამოწყების ტოლფასი იყო. ბევრი მისი ნამუშევარი დაკავშირებულია ანტიფაშისტურ და ანტიიმპერიალისტურ თემებთან. იგი, ასევე, იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის  წევრი სიკვდილამდე.  “მე კომუნისტი ვარ და ჩემი ფერწერა კომუნისტური ფერწერაა”. – განაცხადა პიკასომ. მისი პირველი პოლიტიკური ნამუშევარი იყო “სიზმარი და ფრანკი”, რომელიც ესპანეთის დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს ასახავს. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა ამერიკულ ინტერვენციას კორეაში. მიუხედავად იმისა, რომ პიკასო კომუნისტური პარტიის წევრი იყო, საბჭოთა კავშირის მიმართ დამოკიდებულება არც თუ ისე სახარბიელო ჰქონდა, რადგან იგი სტალინის პორტრეტით არ დაკმაყოფილდა.

7. ჯორჯ ორველი

8- orwell

ჯორჯ ორუელი ცნობილია თავისი ორი წიგნით “ცხოველთა ფერმა” და “1984” . ისინი საბჭოთა კავშირის ალეგორიულ გამოხატულებას წარმოადგენენ. ტექსტებში ირონიულადაა გაკრიტიკებული საბჭოთა კავშირი, ამიტომაც, ლიბერალურმა ელიტამ იგი ერთგვარ  თავისუფლების სახარებად გამოაცხადა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ჯორჯ ორუელი წმინდა წყლის სოციალისტია.  ორუელი მიიჩნევდა, რომ “ერთადერთი რეჟიმი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნებს სიტყვის თავისუფლებას, არის სოციალისტური რეჟიმი”. ჯორჯ ორუელი იყო სოციალისტური პარტიის წევრი, თუმცა მან ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. ორუელი ესპანეთში ებრძოდა ფაშიზმს, მაგრამ პარალელურად მან დაინახა კომუნიზმის ნამდვილი სახე. მწერალს აღიზიანებდა მხოლოდ აბსტრაქტული, უპიროვნო ცნებები, თუ მას პრაქტიკული საქმეებიც არ უმაგრებდა ზურგს. ორუელმა შენიშნა, რომ სოციალიზმის სიტყვა და საქმე ერთმანეთს შორდებოდა და ეს უკანასკნელი ფაშიზმს ემსგავსებოდა.

8. ნელსონ მანდელა

9- mandela

ჩვენთვის ნელსონ მანდელია ცნობილია, როგორც ანტიაპართეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1995-1999 წლებში. მაგრამ ის, ასევე, იყო ძალადობრივი პოლიტიკის მკვეთრი მოწინააღმდეგე. მას მიაჩნდა, რომ ისტორიის სწორი განვითარება მხოლოდ სოციალიზმის გზითაა შესაძლებელი, რომელიც სწორ საზოგადოებას ჩამოაყალიბებს. მას როგორც რასიზმის, ისე კაპიტალიზმის დამთავრება სურდა. იგი სამხრეთ აფრიკის კომუნისტური პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო.  აშშ-ს მთავრობა მის პოლიტიკურ ჯგუფს, აფრიკის ეროვნულ კონგრესს, ერთ-ერთ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ტერორისტულ დაჯგუფებად განიხილავდა.

9. მარტინ ლუთერ კინგი

10- king

მარტინ ლუთერ კინგი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც სამოქალაქო უფლებების აქტივისტი. დღეს, როდესაც ვფიქრობთ კინგზე, ჩვენ ის მხედველობაში გვყავს, როგორც სეგრეგაციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი.  ეს არ არის კინგის მთავარი პორტრეტული შტრიხი. მისი მეუღლის, კოტეტ სკოტის წერილში კინგმა თქვა, რომ მე უფრო სოციალისტი ვარ ეკონომიკურ თეორიაში, ვიდრე კაპიტალისტი. კაპიტალიზმი დაიწყო კეთილშობილური მოტივაციით, მაგრამ მან ადამიანთა უმრავსელობა იმსხვერპლა, რაც წინააღმდეგობაში მოდის თავის იდეასთან”. მარტინ ლუთერ კინგმა მოსახლეობას და სახელმწიფოს მოუწოდა სიმდიდრის თანაბარი გადანაწილებისკენ: “უნდა იწარმოოს სიმდიდრის უკეთესი გადანაწილების პოლიტიკა  და, ალბათ,  ამით დაადგება ამერიკა დემოკრატიული სოციალიზმის გზას”.

კომენტარები

კომენტარი