ვიზუალური ხელოვნება კინო

როგორები იქნებოდნენ მულტფილმის გმირები ტარანტინოს ფილმებში?

სილვეინ სარაილი ფრანგი კონცეპტუალური არტისტია, რომელიც ტულუზაში მოღვაწეობს. ”ტოჰადი”, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, ქმნის ლამაზ ილუსტრაციებს ვიდეო თამაშებისთვის და ცდილობს ფანტასტიკური სამყარო ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახადოს.

ხელოვანი განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევა. ამჯერად, სარაილმა გადაწყვიტა ჩვენთვის, ყველასათვის საყვარელი ბავშვობის გმირები მულტფილმებიდან ბოროტმოქმედებად გარდაექმნა და ცნობილი რეჟისორის კვენტინ ტარანტინოს ფილმებისთვის დამახასიათებელ პერსონაჟებად წარმოედგინა.

artnews.ge გალერეაში გთავაზობთ ილუსტრაციებს, თუ როგორები იქნებოდნენ მულტფილმის გმირები ბავშვების საყვარელი ანიმაციების ნაცვლად, ტარანტინოს ფილმების პერსონაჟები რომ ყოფილიყვნენ.

navigate_before
navigate_next

 

კომენტარები

კომენტარი