ვიზუალური ხელოვნება

დრონით გადაღებული 2017 წლის 20 საუკეთესო კადრი

Dronestagram – არის საზოგადოება, რომელიც აერთიანებს დრონის ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველდღიურად Dronestagram იღებს დრონის მოყვარულების მიერ გადაღებულ ათასობით ფოტოს. საიტი საშუალებას აძლევს თითოეულს გამოაქვეყნონ და საზოგადოებას გაუზიარონ მათი ნამუშევრები. ამავდროულად, ეს არის საშუალება მუდმივად იღებდე ახალ ინფორმაციას დრონის ფოტოგრაფიის გამოწვევების შესახებ და ნახულობდე საუკეთესო კადრებს.

დრონის ფოტოგრაფიის მთავარი სილამაზე ისაა, რომ ამ მოწყობილობას შეუძლია დაინახოს და დააფიქსიროს ის, რისი დანახვაც ადამიანის თვალისთვის შეუძლებელია – ის სიმაღლიდან სამყაროს განსხვავებული კუთხით და პერსპექტივით გვიჩვენებს.

ყოველ წელს დრონსტაგრამის საზოგადოება აწყობს კონკურსს წლის საუკეთესო ნამუშევრების გამოსავლენად. Artnews.ge გთავაზობთ 2017 წელს დრონით გადაღებულ 20 გამორჩეულ ფოტოს.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი