შემოქმედებითი ინდუსტრიები

ერთ–ერთ პოპულარულ ვიდეოთამაშში საქართველო და თამარ მეფე წარმოადგინეს

სტრატეგიული ჟანრის ვიდეოთამაშის “Sid Meier’s Civilization VI” ახალ ნაწილში Civilization VI: Rise and Fall ერთ-ერთი თემა მეფე თამარი და საქართველოს ოქროს ხანა იქნება.

„შეეგებეთ ქართულ ცივილიზაციას და მის ლიდერს, თამარ მეფეს, რომელიც ერთ-ერთი იქნება ახალ ცხრა ლიდერს შორის“, — ნათქვამია თამაშის ოფიციალურ გვერდზე.

„გახსოვდეთ თამარის დიპლომატიური მამაცობა, ხელოვნების სიყვარული, ღვთისმოსაობა და საქართველოს სამეფოს გაფართოება. საერთოდ არაა გასაკვირი, რომ თამარი წმინდანადაა შერაცხული“, — წერია ანოტაციაში

ინიციატორებმა მე–12–13 საუკუნის დროინდელი საქართველოს დამატებისას, ფაქტობრივად, ყველა დეტალი გაითვალისწინეს. ძალა ერთობაშია – ეს მოწოდება გასდევს თამარის ეპოქას მთავარ მამოძრავებელ ძალად. თამაშის შემქმნელები მას უნიკალურ დამახასიათებელ ნიშნად მოიხსენიებენ.

შეგახსენებთ, რომ “Sid Meier’s Civilization VI” ამერიკული სტრატეგიული ვიდეოთამაშია, რომელიც 2016 წელს შეიქმნა და ის, მოფლიოს მასშტაბით, უკვე საკმაოდ პოპულარულია.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი