ვიზუალური ხელოვნება

როგორ გამოიყურება ჩერნობილი დღეს?

მოხუცი ქალბატონის მონათხრობიდან:

“კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად გავიგეთ, თუ რა იყო რეალურად ჩერნობილი.

გაზაფხულის მზიანი დღე იყო, 1986 წლის 26 აპრილი. მე და ჩემი პატარა ქალიშვილი ეზოში ვისხედით. გაზაფხულის სასიამოვნო სიო უბერავდა. უცბათ უზარმაზარი სამხედრო სატვირთო მანქანა გაჩერდა ჩვენ წინ, საიდანაც გაზის ნიღბიანი კაცი გადმოხტა. კისერზე რაღაც მოწყობილობა ეკიდა. დაიწყო ირგვლივ სიარული და თან ამ მოწყობილობაც დაჟინებით უცქერდა. თავის საქმე უცებ დაამთავრა, შემოგვხედა, შემდეგ უცნაური ნიშანი ჩაარჭო მიწაში, რაზეც რაღაც სიმბოლო იყო გამოსახული, რომელიც არასდროს გვენახა, ჩახტა მანქანაში და გაუჩინარდა. ამის შემდეგ აღარასდროს დამდგარა იქ მშვენიერი დღე.”

“არტნიუსი” გთავაზობთ სურათებს 32 წლის წინ მიტოვებული ქალაქიდან:

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი