ვიზუალური ხელოვნება

ყველაზე ცნობილი სააგიტაციო პლაკატები საბჭოთა კავშირიდან

პოლიტიკის ისტორიაში, ძირითადად, 4 იდეოლოგიას გამოყოფენ, ესენია: კონსერვატიზმი, კომუნიზმი, ლიბერალიზმი და ფაშიზმი.  ჩამოთვლილთაგან თითოეულს თავისი იდეოლოგიური აპარატები აქვს. იდეოლოგიურ აპარატად მოიხსენიებენ სახელმწიფოს ისეთ ბერკეტებს, რომლითაც ესა თუ ის პოლიტიკა იწარმოება. თუ გავიხსენებთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ერთ–ერთი ასეთი აპარატი ხელოვნებაა, ფართო გაგებით.

გამონაკლისი არც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირი იყო. მათ ერთი მხრივ ჩამოაყალიბეს სოციალისტური რეალიზმი, მეორე მხრივ კი ნაცადი ხერხებით დაიწყებს საკუთარი პოლიტიკის წარმოება.

“არტნიუსი” გთავაზობთ  საბჭოთა კავშირის დროინდელ ყველაზე ცნობილ პლაკატებს:

არა!

ეს პოსტერი 1954 წელს დამზადდა. ის ხალხს ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა.

დიდება საბჭოთა ხალხს –  ძლიერი ავიაციის შემქმნელებს!

ეს პოსტერი, რომელიც 1954 წელს შეიქმნა, კარგად ასახავს მაშინდელი საბჭოთა კავშირის სამხედრო მდგომარეობას.

არ იყბედო!

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პოსტერი, რომელიც 1941 წელს შეიქმნა, ხალხს ინფორმაციის შესაძლო გაჟონვას ამცნობდა და მოუწოდებდა ნაკლები ლაპარაკისკენ.

გრცხვენოდეს!

1958 წლის პოსტერი, რომელიც კიდევ ერთხელ მოუწოდებდა ხალხს ალკოჰოლის მოხმარებაზე უარის თქმისკენ.

როგორც იმუშავა ისე გამოიმუშავა

1964 წელს შექმნილი სოციალური რეკლამა, რომელიც მუშებს სამუშაოს შესრულების ხარისხის ამაღლებისკენ უბიძგებდა.

სამშობლო გვიხმობს!

ეს კი მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს შექმნილი კლასიკური პოსტერია. მსგავსი რეკლამა ამერიკასაც ჰქონდა სათაურად “მე შენ მჭირდები”.

კომენტარები

კომენტარი