კულტურა

საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კიდევ 19 მიემატა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამართლებრივი აქტის საფუძველზე ჩვენს ქვეყანაში მდებარე 19 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ოფიციალურად მოენიჭა.

artnews.ge გთავაზობთ სტატუსმინიჭებული ობიექტების სრულ სიას:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, აბაშიძეთა საგვარეულო სასაფლაოზე მდებარე ღენტორ აბაშიძის სამარხი (1905).
2. ქ. საჩხერეში წმ. ნინოს ეკლესიის ეზოში მდებარე მარიამ გობაშვილის სამარხის ქანდაკება (1906).
3. ადამაანთ ციხე თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. რუისპირი, (XVIII საუკუნის ბოლო)
4. ლალისყურის ციხის კომპლექსი 1. ციხე-გალავანი; 2. ეკლესია; 3. სასახლე. თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლალისყური (XVIII საუკუნის დასაწყისი; XIX საუკუნე).
5. კვირაცხოვლის ეკლესია თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. მაგრანეთი (გვიანდელი შუა საუკუნეები
6. ფასანაურის ფოსტა, დუშეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ფასანაური, (1840 წელი).
7. ქაისხევის წმ. გიორგის ეკლესია დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქაისხევი (იგივე თანდილაანთკარი მდ. არყალის მარცხენა მხარეს) (გვიანი შუა საუკუნეები)
8. შადრევანი „ლომი“ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა, ალ. ყაზბეგის ქუჩა (1888 წელი)
9. ყოფილი 29-ე ბაგა-ბაღის შენობა ქ. ქუთაისი, ჩეჩელაშვილის ქ. N24, (1956-57 წლები)
10. ყარაჯაანთ ეკლესია – ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გავაზი(სოფლის აღმოსავლეთით 6
კმ-ზე, მდინარეების ალაზნისა და ავანისხევის შესართავთან. მდ. ავანისხევის მარცხენა მხარეს) (XV-XVI
საუკუნეები).
11. ჩხერის ციხე-ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩხერი(მდ. ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე) (XVII საუკუნე)
12. მძოვრეთის ციციშვილების აბანო -ქარელის მუნიციპალიტეტი, სოფ. ორთუბანი (XVII საუკუნეები)
13. კეხისჯვრის ეკლესია -მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. წეროვანი (VIII-IX საუკუნეები)
14. ჭერემის მამა დავითის ეკლესია -გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭერემი. (VI-VII საუკუნეები)
15. ჭერემის წმ. გიორგის ეკლესია-გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჭერემი, (გვიანი შუა საუკუნეები)
16. თეთრი გიორგის ეკლესია (დეკანოზური)თელავის მუნიციპალიტეტი, სოფ. ვარდისუბანი (VI-VII
საუკუნეები)
17. შენობა-ნაგებობა, რომელიც მდებარეობს მისამართზე ქ. ქუთაისი, ზ. ფალიაშვილის ქ.11 / ფალიაშვილის I შესახვევი N1 (1875-1876 წლები)
18. წმ. გიორგის სახელობის ეკლესია-ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცუცხვათი , (შუა საუკუნეები)
19. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია -ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცუცხვათი (განვითარებული შუა საუკუნეები / გვიანი შუა საუკუნეები).

კომენტარები

კომენტარი