კინო

“BERLINALE TALENTS–ი” 3 ქართველ კინემატოგრაფისტს უმასპინძლებს

“Berlinale Talents–ი” ნეთვორქინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ბერლინალეს ინიციატივით ტარდება.

წელს პლატფორმის მონაწილე 3 ქართველი კინემატოგრაფისტი იქნება:

ანა სარუხანოვა – რეჟისორი

რატი წითელაძე – რეჟისორი, პროდიუსერი

ნინო ვარსიმაშვილი – სცენარისტი, პროდიუსერი

ზემოთქმულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

Berlinale Talents კინემატოგრაფისტებს შესაძლებლობას აძლევს დაესწრონ ვორქშოპებს და მასტერ კლასებს, მიიღონ მონაწილეობა პანელ დისკუსიებში და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინონ მათი პროექტები.

Berlinale Talents 17-22 თებერვალს ჩატარდება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი