საშემსრულებლო ხელოვნება

14 მაისს ჯგუფი „სახე“ ფილარმონიაში კონცერტს გამართავს

14 მაისს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში, მრავალი წლის შემდეგ, მხოლოდ ერთი დღით ჯგუფი „სახე“  კონცერტს გამართავს.

ორგანიზატორების განცხადებით,  ჯგუფს  დაარსებიდან 20 წლის იუბილე უსრულდება.

“სპეციალურად ამ დღისთვის მზადდება სრულიად განახლებული საკონცერტო პროგრამა ჯგუფ „გუფილენდთან“ და მეგობარ მუსიკოსებთან ერთად. ასევე სპეციალურად  14 მაისისთვის თბილისში სახის იუბილეზე ჩამოვა ლეგენდარული ჯგუფი “poetry’n’motion”,- აცხადებენ კონცერტის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

ღონისძიებაზე დასასწრები   ბილეთები თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებში და www.tkt.ge -ზე იყიდება. კონცერტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

კომენტარები

კომენტარი