კულტურა

სამყაროს ყველაზე ველური და მისტიკური ადგილები

გამოცემა NATIONAL GEOGAPHIC მსოფლიოს ყველაზე ლამაზი და ველური ადგილების  სიას აქვეყნებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

5. მოლოკაი, ჰავაი

ულამაზესი კუნძული, სადაც დრო არ იგრძნობა. თითქმის ასი მილი სანაპირო ზოლი, უძველესი ნანგრევები და ჩანჩქერები. აქ თანამედროვე ცივილიზაციას ჯერ არ შეუბიჯებია.

4. კანიონლენდის ნაციონალური პარტკი, იუტა

ქვათა მრავალფეროვნებას აქ შეგიძლიათ ისე უყუროთ, როგორც ერთიან, დრამატულ სკულპტურას.

3. ფაროის კუნძულები, დანია

ფაროის კუნძულებზე 18 ასეთი სოფელია, ბალახის სახურავიანი სახლებით. აქ ბუნება და ნაგებობა ერთმანეთთან საოცრად არის შერწყმული.

2. ენგადინის ხეობა, შვეიცარია

აქ არის „ალმასის მტვრის შუქი“, რომელიც უმცირეს ყინულის კრისტალებზე მზის არეკვლისგან წარმოიქმნება და ატმოსფერო წარმოუდგენელ, ბუნებრივ, მბრწყინავ ეკრანადაა გადაქცეული.

1.  ვაიტომოს გამოქვაბული, ახალი ზელანდია

გამოქვაბული მანათობელი მწერებით არის დასახლებული და ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ადგილია სამყაროში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას აჰყურებთ. ის 1887 წელს მავრების ბელადმა აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი