ვიზუალური ხელოვნება

ერთი ნახატის შესახებ – ზამთარი იმერეთში

ქართველი მხატვარი გურამ დოლენჯაშვილი დაიბადა 1943 წლის 9 მარტს ქუთაისში. მისი ნახატები გამოფენილი იყო აშშ–ში, ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, გფრ–ში, ავსტრიაში. მხატვრის ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთ, სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო პირთა კოლექციებში. მიღებული აქვს დაზგური გრაფიკის ბერლინალეს I პრემია. არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი.

დოლენჯაშვილი ფერმწერი და გრაფიკოსია. მის თემატურ ციკლებად გაერთიანებულ ნამუშევართაგან აღსანიშნავია: “იმერეთის პეიზაჟი”(1983), “ჩემი სამშობლო”(1985), ომისა და მშვიდობისადმი მიძღვნილი სერიები – “გაფრთხილება”(1982), “განგაშის ზარები”(1987); ავტორია საინტერესო სერიებისა (“არქტიკა”, “ჩუკოტკა”, “თეთრი ზღვა”, 1976-1978)

სტატიაში წარმოგიდგენთ მხატვრის ფერწერული სერიიდან ”ჩემი სამშობლო” 2 ნიმუშს, სახელწოდებით ”ზამთარი იმერეთში”.

პირველი მათგანი დოლენჯაშვილმა 1998 წელს შექმნა, ხოლო მეორე-2002 წელს. ნამუშევრები შესრულებულია ფანქრით.

მათზე გამოსახულია ტრადიციული იმერული სოფლის დათოვლილი ორღობეები.

კომენტარები

კომენტარი