ვიზუალური ხელოვნება

საჩუქარი შეყვარებულს – 10 სხვადასხვა ანიმაციის სტილში დახატული წყვილი

კელს ო’ჰიკი ვიზუალური არტისტია მინესოტადან. მან გადაწყვიტა, შეყვარებულისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და საკუთარი პროფესიის დამსახურებით საკმაოდ ორიგინალური საჩუქარი მოიფიქრა.

კელსმა თავისი და თავისი მეორე ნახევრის სახეები გრაფიკულად შექმნა, თუმცა ერთი საინტერესო გარემოების გამოყენებით. ერთდადერთი, რაც ორიგინალიდან შეინარჩუნა, 10 სხვადასხვა ნახატში თმა, წვერი და ტანსაცმელი იყო. სხვა ყველაფერი მან დახატა ცნობილი მულტფილმების პერსონაჟების სტილში.

კელსმა, იდეალური შედეგის მისაღწევად, ზუსტად გაითვალისწინა თითოეული ხაზი და ფორმა ყველასათვის საყვარელი ანიმაციებიდან – სამხრეთის პარკი, სიმპსონები და სხვა. ამით მან საკუთარი თავი იმ სამყაროს ნაწილი გახადა, რომლის ხილვაც მხოლოდ ტელევიზორების ეკრანებზეა შესაძლებელი.

გთავაზობთ ამერიკელი ხელოვანის ვიზუალურ ტრანსფორმაციებს:

დრაკონის მარგალიტები
რიკი და მორტი
დისნეის თანამედროვე სტილი
ბობის ბურგერები
სიმპსონები
გრიფინები
დისნეის ძველი სტილი
სამხრეთის პარკი
თავგადასავლების დრო
სტივენის სამყარო
navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი