ვიზუალური ხელოვნება

როგორ და რატომ ებრძოდნენ საბჭოთა კავშირში რელიგიას?

მარქსიზმი, კომუნიზმი, მარქსიზმ–ლენინიზმი, ანარქიზმი და სხვა მემარცხენე ორიენტაციის იდეები მიმართულნი არიან იმისკენ, რომ ღმერთი გააუქმონ და მისი დამახასიათებელი თვისებები მატერიას მიაწესჯრონ. “ჩვენ არ ვიცით არსებობს თუ არა მიღმური სამოთხე, მაგრამ მიწიერი სამოთხე მაინც უნდა შევქმნათ” – კარლ მარქსის ეს სიტყვები ერთგვარი ალეგორიული ახსნაა კომუნიზმისა. მემარცხენეთა აზრით, რელიგია ხალხის ოპიუმია, რომელიც გამაყუჩებელ ფუნქციას ატარებს და ხალხს უბიძგებს გაიქცეს იმ რეალობიდან, სადაც კაპიტალიზმი ამორალურ და ველურ თვისებს ამჟღავნებს. სადაც გაჭირვებული მოსახლეობა არათუ ებრძვის მის მთავარ ექსპლუატატორს და მჩაგვრელს, არამედ იჯერებს, რომ ეს მდგომარეობა მისთვის სასარგებლოა, რადგან ლუკას სახარება გვეუბნება: “აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.”

ცხადია, რომ თითოეულ იდეოლოგიას პროპაგანდისთვის აპარატი ესაჭიროება. ამ აპარატის ფუნქციას ასრულებენ ხელოვნების დარგები. ფოტოგრაფია, ხატვა, ლიტერატურა და ა.შ.

ამ სტატიაში “არტნიუსი” წარმოგიდგენთ იმ პოსტერთა რეპროდუქციებს, რომლებიც საბჭოთა კავშირში ვრცელდებოდა ანტირელიგიური მესიჯით. ფოტოები სსრკ–ს დროინდელ ჟურნალში “უღმერთო” იბეჭდებოდა.

ჟურნალი 1922-1941 წლებში გამოდიოდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, “უღმერთო” საბჭოთა კომუნისტური პარტიის ახალგაზრდა წევრების მფლობელობაში იყო. მიუხედავად ამისა, ჟურნალი არ ფინანსდებოდა მთავრობის მიერ, თუმცა ძალიან პოპულარული იყო.

მუჰამედისა, ქრისტიანული და ებრაული ღმერთის გამოსახულება.

მცდარი განმარტება სიტყვისა “ღვთისმოშიშობა” და რასისტული ამერიკა წარწერით: “ღმერთის ქვეყანა”

როგორ გაიმეტა 35 მილიონი უმუშევარი იესომ, რომის პაპმა და ბიბლიამ.

იესო გადმოაპირქვავეს ინდუსტრიულ ნაგავთან ერთად.

სხვადასხვა რელიგიის ღვთაებები ხდებიან ხუთ წლიანი გეგმის სექსუალური მსხვერპლი.

ბუდასაც კი ხვდა თავისი წილი სიძულვილი.

ღმერთია პასუხისმგებელი დაავადებებზე.

ეკლესია ხალხს მუსიკით იზიდავს.

ჯარისკაცს, რომელმაც ღმერთს კინაღამ რკინა ჩაარჭო, მიაქვს წიგნები რომელთა სათაურებია: “ლენინი” და “ტექნოლოგია”.

კომენტარები

კომენტარი